Logo






პროსერვისის კომპიუტერული მომსახურების სერვისი ყველაზე მოსახერხებელი, უსაფრთხო და დაცულია მსგავსი ტიპის  მომსახურებებს შორის.

მომსახურების მაღალი ხარისხისა და სისწრაფის ერთ-ერთი გარანტი კი კომპანიის პროფესიონალ თანამშრომელთა კვალიფიციური გუნდია, რომელმაც გაიარა სპეციალური თრეინინგი მომსახურების კულტურაში, პროგრამული უზრუნველყოფის მართვაში, როგორც მაიკროსოფტის, ასევე ეფლის პროდუქტებისთვის.

პროსერვისის აბონენტებს მოემსახურებიან როგორც ოპერატორები, ასევე აიტი-გურუები, რომლებიც განსაკუთრებული სირთულის პრობლემის შემთხვევაში ეხმარებიან აბონენტს.

ჩვენი  სპეციალისტები ძირითადად დისტანციური მართვის სისტემით მუშაობენ, თუმცა, თუკი პრობლემის სირთულე მოითხოვს, აბონენტს საშუალება აქვს ისარგებლოს ადგილზე მომსახურებითაც.

რას მოიცავს  დისტანციური მომსახურება?

ჩვენს  აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ შეუზღუდავი ონ-ლაინ კონსულტაციით მთელი თვის განმავლობაში;

თქვენს სამსახურში ვართ დღის ნებისმიერ მონაკვეთში (დილის 10 საათიდან 18  საათამდე) და გიკავშირდებით მაშინ როდესაც ეს თქვნთვისაა მოსახერხებელი;

არ გჭირდებათ ჩვენი ოპერატორის ან სერვის-ჯგუფის ლოდინი;

თქვენ დაცული ხართ  ზედმეტი ვიზიტორებისგან;

მომსახურების პროცესი არის მაქსიმალურად უსაფრთხო და საიმედო. ამასთან ერთად თქვენ თავად აკონტროლებთ თქვენი კომპიუტერიდან პროცესის მიმდინარეობას და თვალს ადევნებთ თუ როგორ აგვარებს ტექნიკურ ხარვეზს ან პრობლემას ჩვენი ოპერატორი.

 რა ხდება თუკი პრობლემის გადაჭრა ვერ ხერხდება ოპერატორის დონეზე?

იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენი ოპერატორი ვერ შეძლებს თქვენი პრობლემის გადაჭრას დისტანიური მართვის მეთოდით, თქვენ ისარგებლებთ სმარტკოს მობილური ჯგუფის მომსახურებით, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელ დროს გესტუმრებათ და ადგილზევე გადაგიჭრით წარმოქმნილ პრობლემას.

კომპიუტერის ნაწილების მექანიკური (კვების ბლოკის, ოპერატილი მეხსიერების, პროცესორის ან  მყარი დისკის)დაზიანების შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ ისარგებლოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის სერვის ცენრის მომსახურებით, სადაც ჩვენი პაკეტების ფარგლებში მიიღებთ კომპიტერული ტექნიკის  დიაგნოსტიკის  მომსახურებას დამატებითი გადასახადის გარეშე.