Logo






დააზღვიე კომპიუტერი შენივე კომფორტისთვის!

სმარტკოს კომპიუტერული მომსახურების სერვისი არის მარტივი გზა დაიცვა შენი კომპიუტერი.

ჩვენი კომპიუტერული მომსახურების სერვისი საშუალებას გაძლევთ პროფილაქტიკა ჩაუტაროთ თქვენს კომპიუტერს და გადაჭრათ ტექნიკური პრობლემები.


მას შემდეგ, რაც თქვენ აირჩევთ სასურველ მომსახურების პაკეტს და გახდებით ჩვენი აბონენტი, შეძლებთ ისარგებლოთ სმარტკოს სააბონენტო სერვის-პაკეტით

სმარტკოს ოპერატორი თქვენთვის მოსახერხებალ დროს დაგიკავშირდებათ და სახლში ზედმეტი ვიზიტის გარეშე, დისტანციური მართვის პრინციპით, გადაგიჭრით წარმოქმნილ ტექნიკურ პრობლემას, განაახლებს ანტივირუსს, შეამოწმებს კომპიუტერის გამართულ მუშაობას.(დეტალურად)

უკვე დარეგისტრირებული აბონენტის კომპიუტერში ჩვენი კომპანიის სპეციალისტის შემოსვლა ხორციელდება სპეციალური ლიცენზირებული პროგრამის - თიმ ვიუვერის (Team Viewer) მეშვეობით, რომლის ჩამოტვირთვაც ჩვენივე საიტიდანაა შესაძლებელი.

დროის უმოკლეს მონაკვეთში ჩვენი ოპერატორი მოახდენს პრობლემის დიაგნოსტიკას და გადაგიჭრით წარმოქმნილ პრობლემას. ერთადერთი რაც ჩვენს აბონენტს სჭირდება სააბონენტო სერვისის მისაღებად,  თქვენი კომპიუტერის ინტერნეტში ჩართულობაა.

# რას მოიცავს სმარტკოს კომპიუტერული მომსახურება ?


სმარტკო-სერვისი მოიცავს, როგორც ოპერატორის ონ-ლაინ მომსახურებას, ასევე აბონენტთან გადაუდებელ ვიზიტსაც, იმ შემთხვევაში თუკი პრობლემა დისტანციურად ვერ გვარდება.

სმარტკოს მომსახურებაში შედის ყოველთვიურად  კომპიუტერის გაწმენდა ვირუსებისგან, სისტემის ოპტიმიზაცია და კომპიუტერული სისტემის შემდგომი პრევენცია. (დეტალურად)

###

ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე - ჩვენი ნებისმიერი აბონენტი დაზღვეულია ისეთი პრობლემისგან, რამაც შეიძლება აუცილებელი გახადოს ვინდოუსის ან სხვა ოპერაციული სისტემის გადაყენება, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ფაილების, დოკუმენტებისა და სხვადასხვა მასალის განადგურება, ელ ფოსტის დაკარგვა და ა.შ.

სმარტკოს-სერვის პაკეტი საშუალებას აძლევს აბონენტებს დააზღვიონ როგორც ერთი, ისე ოჯახში არსებული რამდენიმე კომპიუტერი.

მომსახურების პროცესი , რომელსაც ჩვენ სპეციალური ლიცენზირებული პროგრამის მეშვეობით წარვმართავთ, საშუალებას აძლევს აბონენტს გააკონტროლოს მთელი  პროცესი საკუთარი კომპიუტერიდან  და დარწმუნდეს სერვისის ხარისხსა და საიმედოობაში.

კლიენტის მეტი დაცულობისთვის ოპერატორთან სატელეფონო საუბარი და  Team Viewer-ის  სესია იწრერება. აბონენტს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მოგვმართოს და მოითხოვოს ოპერატორთან განხორციელებული საუბრისა და ჩატარებული ოპერაციების გადამოწმება.