Logo






პროსერვისის კომპიუტერული მომსამხურების მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების მისაღწევად გამოიყენება ცნობილი დაშვების სისტემა Team Viewer, რომელიც აპრობირებულია მილიონობით კომპიუტერზე მთელი მსოფიოს მაშტაბით.

ქვემოთ მოყვანილია  ყველა ის გარანტია და ხარისხობრივი მაჩვენებელი, რომელზე დაყრდნობითაც თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გვანდოთ თქვენი კომპიუტერის დაცვისა და მონიტორინგის საკითხები. მიუხედავად ონლაინ წვდომისა, ასეთი ტიპის მომსახურება ბევრად უფრო უსაფრთხოა.

წინამდებარე დოკუმენტი დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ პროგრამის მუშაობის პრინციპს. 

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს ეს დოკუმენტი არის ტექნიკური ხასიათის და  დეტალურად აღწერს ჩვენს პროგრამას, ამ  დოკუმენტზე დაყრდნობით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს კონკრეტული და დეტალური სურათი Team Viewer-ის უსაფრთხოების თაობაზე.

დოკუმენტი საჯაროა  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.

„Team viewer” შესახებ

კომპანია „Team viewer” დაფუძნდა  სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ გოფინგენში 2005 წელს.  კომპანია ექსკლუზიურად თანამშრომლობს უსაფრთხოების განვითარებისა და გაყიდვების სისტემების ვებ გაერთიანებებთან. მოკლე დროის მიუხედავად ჩვენი პროგრამით სარგებლობს რამდენიმე მილიონი ადამიანი მსოფლიოს 200 ქვეყანაში.

უსაფრთხოების ჩვენეული აღქმა
Team viewer-ის პროგრამას იყენებენ მილიონობით კომპიუტერზე მსოფლიოს მაშტაბით; სისტემა დაფუძნებულია ინფორმაციის გაცვლისა და კომპიუტერში შეღწევაზე Team Viewer-ის კონფიგურაციაზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს თქვნი კომპიუტერის დისტანციურ მართვას მხოლოდ თქვენს მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლეში.
ჩვენი პროგრამა არის ლიცენზირებული და დაცული სახიფათო ინტერნეტ სივრცისგან.

პროგრამის განვითარების მიზნებში უსაფრთხოების თემა ერთ-ერთი ძირეული საკითხია იმისთვის, რომ  კომპიუტერზე წვდომა იყოს უსაფრთხო და დავიცვათ როგორც ჩვენი, ასევე მილიონობით მომხმარებლის ინტერესები.

უსაფრთხოება, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ არის ერთადერთი საიმედო გზა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს გრძელვადიან წარმატებას და მთლიანად ჩვენს ბიზნესს.

ხარისხის მენეჯმენტი
ჩვენი თვალსაზრისით უსაფრთხოებას აზრი ეკარგება ხარისხის მართვის გარეშე. Team Viewer არის პრაქტიკაში ერთ-ერთი სერთიფიცირებული პროვაიდერი, რომელიც ხარისხის მართვის ISO 9001-ზე ეყრდნობა.

ჩვენი ხარისხის მენეჯმენტი არის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების მიმდევარი. ამ მიზნით კომპანია ყოველწლიურად ატარებს ხარისხის მართვის გარე აუდიტს.

გარე ექსპერტის შეფასება
IT ფედერალური ასოციაციის ექსპერტებისა (Bundesverband der IT-Sach-verständigen und Gutachter e.V., BISG e.V.)  და დამოუკიდემელი BISG შემფასებლებისაგან პროგრამა Team Viewer-ს მიენიჭა ხუთვარსკვლავიანი ხარისხის ნიშანი (მაქსიმალური ხარისხი),რაც მიზნად ისახავდა პროდუქციის უსაფრთხოებისა და სერვისის ხარისხის შეფასებას.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინსპექცია
ჩვენმა პროგრამამ გაიარა გერმანული კომპანიების მიერ ჩატარებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინსპექცია FIDUCIA IT AG და GAD და აღიარებულ იქნა ბანკებში სამუშაო ყველაზე წარმატებულ პროგრამად.

ლიტერატურა
დღესდღეობით Team Viewer გამოიყენება მილიონობით კომპიუტერზე მსოფლიოს მაშტაბით. ყველა სახის სამრეწველო კომპანიებში (მათ შორის ისეთ უაღრესად მგრძნობიარე სექტორებში, როგორიცაა ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები). თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ცნობები ინტერნეტში ჩვენი კომპანიის და პროდუქტის შესახებ, და თავად შეიქმნათ ჩვენს პროდუქტზე პირველი შთაბეჭდილება. ყველა კომპანიას აქვს მოთხოვნა უსაფრთხოებაზე, და სანამ საბოლოოდ გადაწყვეტთ Team Viewer-ის გამოყენებას შეგიძლიათ გაეცნოთ ზოგიერთ დეტალს ჩვენს შესახებ:

Team Viewer-ის სესიის შექმნა და მუშაობა
სესიისა შექმნისას Team Viewer-ი განსაზღვრავს კავშირის ოპტიმალურ სახეს. ჩვენი მთავარი სერვერის მიერ 70%–ის შემთხვევაში პირდაპირი კავშირი UDP-თი ან TCP-თი არის შექმნილი. დანარჩენი კავშირი როუტერის ქსელის TCP-ზე ან HTTP-ზეა დამყარებული. თქვენ არ გიწევთ გახსნათ რომელიმე პორტი, რათა იმუშაოთ Team Viewer–თან.ჩვენ ისევე როგორც როუტინგის ოპერატორებს სერვერებზე ვერ ვხედავთ მონაცემების დაშიფრულ მოძრაობას. 

ფარული რეჟიმი
Team Viewer–ს არ გააჩნია ფარული რეჟიმი. იმ შემთხვევაშიც კი როდესაც პროგრამა გაშვებულია ფონურ რეჟიმში, ის მაინც ჩანს სისტემურ თრეიში(მარჯვენა ქვედა კუთხეში, საათთან). ორ სისტემას შორის კავშირის დამყარების დროს დამატებით იხსნება Team Viewer–ის კონტროლ პანელი, რაც შეუძლებელს ხდის თვალთვალს ან ნებისმიერ სხვა ფარულ საქმიანობას.

შიფრირება და იდენტიფიკაცია
Team viewer-ი მუშაობს სრული შიფრირების საფუძველზე, რომელიც დამყარებულია RSA საზოგადოებრივი და კერძო გასაღებთა გაცვლით და AES(256bit) სესიის კოდირებით. ეს ტექნოლოგია გამოიყენება HTTPs/SSL შესადარებელი ფორმით და მიჩნეულია ყველაზე საიმედო პროგრამად. ეს არის პირადი გასაღები, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთდაკავშირებული კომპიტერების მონაცემთა ნაკადი დაცვას (მათ შორის Team Viewer-ის მარშრუტიზაცია სერვერებში). პაროლი კომპიუტერიდან არ იგზავნება ავტომატურად.იგი ინახება მხოლოდ ლოკალურ კომპიუტერში.

Team Viewer-ის IP-ს ვალიდურობა
Team Viewer-ის IP ავტომატურად გენერირდება Team viewer-ის ტექნიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით და თავად ირჩევს მას. Team Viewer-ის სერვერებში ყოველი კავშირის წინ ამოწმებენ IP-ს ვალიდურობას. შესაბამისად შეუძლებელია ყალბი IP-ს გამოყენება.

დაცვა უხეში ძალის თავდასხმებისგან
Team Viewer-ის პოტენციურ მომხმარებელს აინტერესებს Team Viewer–ის უსაფრთხოება, მათ რეგულარულად უჩნდებათ კითხვა კოდირების თაობაზე.
გასაგებია რისკი, რომ მესამე მხარეს შეუძლია შეაღწიოს კავშირში ან ის რომ Team Viewer–ის მონაცემებზე წვდომა არის მომხმარებელთათვის საშიში. თავდაცვისათვის Team Viewer–ი ზრდის შეყოვნების დროს კავშირის დამყარების მცდელობებს. 24 ცდას მიაქვს 17 საათი, ხოლო შეყოვნება უქმდება მხოლოდ სწორი პაროლის შეყვანის შემდეგ.

კოდის მინიჭება
როგორც უსაფრთხოების დამატებითი ფუნქცია Team Viewer არის ელექტრონულად ხელმოწერილი VeriSign-ის მიერ. ეს ფუნქცია კი ამარტივებს პროგრამული უზრუნველყოფის ავტორის იდენტიფიცირებას. ნებისმიერი პროგრამული ცვლილების(გაყალბების) შემთხვევაში ელექტრონული ხელმოწერა უქმდება.

სასერვერო და მაგისტრალური ქსელი
Team Viewer–ის ცენტრალური სერვერი მდებარეობს ულტრა თანამედროვე მონაცემთა ცენტრში და უზრუნველყოფილია ინტერნეტთან რამდენიმე სარეზერვო შეერთებითა და უწყვეტი კვებით. აქ გამოყენებულია ისეთი ბრენდები როგორიცაა Cisco, Foundry, Juniper. მონაცემთა ბაზაში შესვლა ხდება მხოლოდ საფუძვლიანი იდენტიფიცირების შემდეგ. შენობა აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით(CCTV) და შემოჭრის საწინააღმდეგო უამრავი სისტემით.

დაცვა პაროლით
Team Viewer QuickSupport გათვლილია სპონტანური მომსახურებისათვის. ეს პროგრამა ახდენს ერთჯერადი კოდის გენერირებას. კლიენტის მხრიდან სისტემის გადატვირთვის შემდეგ კოდი იცვლება, რაც შეუძლებელს ხდის მის სისტემაში ძველი მონაცემებით შეღწევას კლიენტის დასტურის გარეშე. 


Team Viewer” პროგრამის უსაფრთხოების დოკუმენტი

შიფრირება
Team Viewer შეიცავს სრულ შიფრირებას, რომელიც ეფუძნება RSA პირადი/საჯარო გასაღების გაცვლას და AES (256 bit) სესიის დაშიფრვას.  ტექნოლოგია დაფუძნებულია იგივე სტანდარტებზე რაც https/SSL და მიჩნეულია დღევანდელი სტანდარტებისათვის სრულიად უსაფრთხოდ.

წვდომის უსაფრთხოება
Partner ID (პარტნიორის ID)-თან ერთად Team viewer აგენეტრირებს სესიის კოდს, რომელიც იცვლება პროგრამის ყოველი ჩართვისას. დამატებითი დაცვის უზრუნველსაყოფად, დისტანციურ სისტემაში არაავტორიზებული შეღწევის წინააღმდეგ. ფაილების ტრანსფერი, ითხოვს დამატებით დასტურს (ხელით) დისტანციური კავშირის პარტნიორისაგან, ეს დაცვის კიდევ ერთი ფუნქციაა. აგრეთვე შეუძლებელია პროგრამის უხილავ რეჟიმში გადაყვანა კომპიუტერის საკონტროლებლად. მონაცემთა უსაფრთხოებისთვის პირს, რომელიც ზის (remote) კომპიუტერთან მარტივად შეამჩნევს, როდესაც ვიღაც ცდილობს შეაღწიოს მის კომპიუტერში.

კოდის ხელწერა (გასაღები)
ყველა პროგრამული ფაილი დაცულია VeriSign კოდის წერის ტექნოლოგიით. ეს საშუალებას გაძლევთ, რომ დარწმუნდეთ იმ მოქმედებების (პროცესების) სისწორეში, რომელთაც თქვენ მიიღებთ.

Team Viewer-ს საშუალება აქვს ჩაიწეროს მოქმედებების ყოველი სესია, დროისა და თარიღის ზუსტი მითითებით.